დაგვიკავშირდით
2144 500
597 700 199

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შესახებ დასკვნის მომზადება

გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების თანახმად:

სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ მითითების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს შესაბამისი ორგანიზაციის ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონელი  ან/და მომსახურება) მიწოდების შესაძლებლობას.

ასეთ შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე:

ჩვენი კომპანია უმოკლეს ვადებში გთავაზობთ  ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაციები ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

დაგვიკავშირდით!

მობ: 597 199 700

ოფისი: 2 144 500

 

  © 2016 Developed by GSOFT7.COM.All rights reserved.

.