დაგვიკავშირდით
2144 500
597 700 199

შპს „აუდიტესკორტი“-ს A ტიპის ინსპექტირების ორგანოს,  სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი აქვს  საჩივრების და აპელაციების რომელიც  ადგენს  ინსპექტირების ორგანოში დამკვეთისა ან სხვა მხარეებისგან  შემოსულ საჩივრებთან და აპელაციებთან  მუშაობის წესებს, კერძოდ:

– პროცედურა წარმოადგენს ღია დოკუმენტს ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

– საჩივრები და აპელაციები შემოდის ქაღალდის ფორმით.

– საჩივრები და აპელაციები  შემოსვლისთანავე რეგისტრირდება ინსპექტირების ორგანოში არსებულ  საჩივრების  და აპელაციების რეგისტრაციის ჟურნალებში.

– ინსპექტირების ორგანო ადასტურებს საჩივრების და აპელაციების მიღებას.

 

– საჩივრები და აპელაციები  ინსპექტირების ორგანოში წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტის გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში.

– დაუშვებელია აპელაციის ან საჩივრის საგანს წარმოადგენდეს საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოთხოვნები, შესაბამისი ისო/იეკ-ის სტანდარტებსა და საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები.

– ხარჯები აპელაციაზე და საჩივარზე, რომლებიც წარმოიშვება მათი წარმომდგენის მიზეზით, ანაზღაურებულ უნდა იქნას წარმომდგენი მხარის მიერ.

–  ხარჯები აპელაციებზე და საჩივრებზე, რომლებიც წარმოიშვება ინსპექტირების ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ანაზღაურებულ უნდა იქნას ინსპექტირების ორგანოს  მიერ.

 

– ინსპექტირების ორგანოში შემოსული საჩივრების და აპელაციების  ანალიზზე, რეაგირებასა და კონტროლზე პასუხისმგებელია ინსპექტირების ორგანოს უფროსი.

–  საჩივრების და აპელაციების  დარეგისტრირებისას, ინსპექტირების ორგანოს უფროსის მიერ ინიშნება პასუხისმგებელი პირი, რომელიც განიხილავს საკითხს და წარუდგენს წინადადებებს ინსპექტირების ორგანოს უფროსს.

– ინსპექტირების ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ საჩივრები ან აპელაციები  არ იქნას განხილული იმ პიროვნების მიერ, რომელსაც ეხება საჩივარი.

–  საჭიროების შემთხვევაში საჩივრების და აპელაციების  წარმომდგენი უფლებამოსილი პირი შეიძლება მოწვეული იქნას საჩივრების განხილვის სტადიაზე.

–  საჩივრებზე  აპელაციებზე  საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანოს  უფროსი მისი დარეგისტრირებიდან 30 დღის განმავლობაში.

–  ინსპექტირების ორგანომ საჩივრებზე და აპელაციებზე  გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში წერილობით უნდა აცნობოს  წარმომდგენს ინსპექტირების ორგანოს  გადაწყვეტილება.

– თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი საჩივრების ან აპელაციების  განსახილველად აუცილებელია პროცედურით დადგენილ დროზე  მეტი, ინსპექტირების ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება  განხილვის ვადის  გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება საჩივრის განხილვის ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე, რის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის წარმომდგენs.

-დაუშვებელია  საჩივრის ან აპელაციის გადაწყვეტილებაზე ახალი აპელაციის შემოტანა.  ინსპექტირების ორგანო განიხილავს განმეორებით საჩივარს ან აპელაციას, თუ გამოვლინდება ახალი, დამატებითი გარემოებები, რის შესახებ მითითებული იქნება საჩივრებში ან აპელაციებში.

მობ: 597 199 700

ოფისი: 2 144 500

  © 2016 Developed by GSOFT7.COM.All rights reserved.

.