დაგვიკავშირდით
2144 500
597 700 199

 

ტექნიკური ზედამხედველობაინსპექტირება წარმოადგენს მშენებლობის პროცესის, ფინანსების და დროის ოპტიმიზაციას ჩვენი ინსპექტორების კაოლოსალური გამოცდილების ხარჯზე.

ზედამხედველი ინსპექტორი – სამუშაოების დაწყებიდან საბოლოოდ ექსპლუატაციაში მიღებამდესამშენებლო მოედანზე თქვენი ნდბით აღჭურვილი პირია, რომელიც სამშენებლო ობიექტზე აკონტროლებს  სამშენებლო ნორმებს, წესებს მოცულობებს და ხარისხს.          

ჩვენი ორგანიზაცია მაღალი ხარისხით და მიუკერძოებლად ასრულებს ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველობას. ჩვენი სპეციალისტები, სამშენებლო მოედანზე, პერმანენტულად აკვირდებიან მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულების პროცესს, რაც გამორიცხავს ზემოაღწერილ არასასურველ შედეგებს.

ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი ფუნქციაა – არა მხოლოდ სხვადასხვა სახის დარღვევების აღმოჩენა, არამედ მათი არ დაშვება და დროულად თავიდან აცილება.  ტექნიკური ზედამხედველი უზრუნველყოფს თავიდან აირიდოს ისეთი მოქმედებები, რომლებიც გაუუარესებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს.

სამშენებლო, სარემონტო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა ინსპექტირება  მოიცავს:

სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულტაექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;

გამოყენებული მასალების ხარისხისა და მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;

სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;

მენარდის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;

სამუშაოთა დასრულებული ეტაპების ჩაბარებას, შესრულებული სამუშაოების, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის დამოწმებას;

ფარული სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას;

შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;

მენარდეს მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან;

დაგვიკავშირდით!

მობ: 597 199 700

ოფისი: 2 144 500

  © 2016 Developed by GSOFT7.COM.All rights reserved.

.